ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იოსებ ბაბაევი: მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახლა ყველა ექიმი გარეთ უნდა იდგეს და აპროტესტებდეს მათი კოლეგის, უდანაშაულო ექიმის, გიორგი ჩახუნაშვილის 5 წლით პატიმრობაში გაშვებას

იოსებ ბაბაევი: მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახლა ყველა ექიმი გარეთ უნდა იდგეს და აპროტესტებდეს მათი კოლეგის, უდანაშაულო ექიმის, გიორგი ჩახუნაშვილის 5 წლით პატიმრობაში გაშვებას
მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახლა ყველა ექიმი გარეთ უნდა იდგეს და აპროტესტებდეს მათი კოლეგის, უდანაშაულო ექიმის, გიორგი ჩახუნაშვილის 5 წლით პატიმრობაში გაშვებას. ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, ასეთ ღვაწლმოსილ ექიმს ხელის გულზე ატარებდნენ, ჩვენ კი 72 წლის კაცს, ციხის გისოსებისთვის ვიმეტებთ”, - აცხადებს გორელი სამოქალაქო აქტივისტი და ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი.
📌დღეს, 19 ივნისს, ,,4 ოქტომბრის'' საქმეზე განხილვა დასრულდა. მოსამართლე გიორგი გელაშვილმა პატიმრობა შეუფარდა 7 ბრალდებულს, მათ შორის, პროფესორ გიორგი ჩახუნაშვილს.
👉 7 ბრალდებულს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. 6-ს დაკავებულს დამატებით ედავებოდნენ 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის დარღვევას, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას, ჩადენილს ჯგუფურად.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.