4 ოქტომბერ თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულთა შორის ერთ-ერთი აქტივისტი ნანა სანდერია

პოლიციამ სამოქალაქო 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აქტივისტი ნანა სანდერი დააკავა.

სანდერს ადვოკატები დღეს მოინახულებენ. მისი უფლებადამცველი აიჰან ჰასანლი ამბობს, რომ ქალი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. რაც შეეხება იმას, თუ რას ედავებიან დაკავებულ აქტივისტს, ადვოკატისთვის ამ ეტაპისთვის უცნობია.

4 ოქტომბრის მოვლენების ფაქტზეა დაკავებული, მოგეხსენებათ, გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს, თუმცა, უშუალოდ რას ედავებიან, ამ ეტაპისთვის ინფორმაციას არ ვფლობთ“, – განაცხადა ჰასანლიმ.

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

აღნიშნული გამოძიების ფარგლებში 23 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, 18 სამოქალაქო აქტივისტია, 5-ს კი მათ შორის, აქციის ორგანიზატორობა ედება ბრალად. შსს 3 პირს ეძებს, რომლებიც მათი თქმით, მიმალვაში იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)