არქივი10 ოქტომბერი, 2025, 11:23
4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს - სულ დაკავებულია 45 ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ დროისათვის ჯამში, დაკავებულია სულ 45 პირი.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი - 1987 წელს დაბადებული ა.ს. დააკავეს. ამ დროისათვის ჯამში, დაკავებულია სულ 45 პირი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.