4 ოქტომბერს ძალაუფლება გადმოვა ხალხის ხელში – ბურჭულაძე

4 ოქტომბრის ორგანიზატორებს მასშტაბური დემონსტრაციისთვის მზადება უკვე დაწყებული აქვთ – პაატა ბრუჭულაძე ამბობს რომ ხალხი ამ დღეს, ეროვნულ კრებაზე იტყვის თავის სათქმელს, რომ ეს ქვეყანა სწორედ ხალხის არის.
“ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია. ამ კონსტიტუციას ჩვენ არ დავარღვევთ. ჩვენ შეგვიძლია, რომ ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ თუ არა. ჩვენთან იქნება ეროვნული კრება, სადაც დავსვამთ საკითხს, გვეკუთვნის თუ არა ჩვენ ეს ქვეყანა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა იტყვის კის. როცა ავწევთ ხელს და ვიტყვით, რომ ეს ქვეყანა ჩვენია და არა იმ ხუნტის, რომელიც არალეგიტიმურად არის ჩვენს მთავრობაში, იმ წუთიდან ძალაუფლება გადმოდის ხალხის ხელში. არ წაუცდეთ ხელი რომელიმე ახალგაზრდაზე, ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად მშვიდობიანად”, – აცხადებს ბურჭულაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!