ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დავით მათიკაშვილი - პაატა ბურჭულაძეს სიტყვით უჭირს თქმა და იქნებ სიმღერით გადმოგვცეს, როგორ აპირებს, 4 ოქტომბერს არჩევნების გარეშე ხელისუფლების ხელში ჩაგდებას - ეს მოგვიყვეს

დავით მათიკაშვილი - პაატა ბურჭულაძეს სიტყვით უჭირს თქმა და იქნებ სიმღერით გადმოგვცეს, როგორ აპირებს, 4 ოქტომბერს არჩევნების გარეშე ხელისუფლების ხელში ჩაგდებას - ეს მოგვიყვეს

პაატა ბურჭულაძეს სიტყვით უჭირს თქმა და იქნებ სიმღერით გადმოგვცეს, როგორ აპირებს ნდობის არმქონე, ცალსახად აგენტურული პოლიტიკური შემადგენლობის მქონე ბურჭულაძე, 4 ოქტომბერს არჩევნების გარეშე ხელისუფლების ხელში ჩაგდებას - ეს მოგვიყვეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, თუ ვინმე კანონს დაარღვევს, მას ადეკვატური პასუხი გაეცემა.
„პაატა ბურჭულაძეს სიტყვით უჭირს თქმა როგორ მოახერხებენ და იქნებ სიმღერით გადმოგვცეს. იქნებ გვიმღეროს, როგორ აპირებს ძალა, რომელსაც ნდობის სოლიდური მასშტაბები არ გააჩნიათ, ხალხო, რომელიც პოლიტიკაში მხოლოდ თავისი ტყავის გადასარჩენად არიან - ხაზარაძე-ჯაფარიძეს და გახარიას ვგულისხმობ. ამ კონკრეტულ მოცემულობაში როგორ აპირებს ნდობის არმქონე, ნათლად და ცალსახად აგენტურული პოლიტიკური შემადგენლობის მქონე ბურჭულაძე, 4 ოქტომბერს არჩევნების გარეშე ხელისუფლების ჩაგდებას - ეს მოგვიყვეს. თუ არ შეუძლია რომ სიტყვებით გადმოგვცეს, გვიმღეროს. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ კანონს დაარღვევს, მას ადეკვატური პასუხი გაეცემა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.