ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

4 მაისს სომხეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტი გაიხსნება

4 მაისს სომხეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტი გაიხსნება

4 მაისს სომხეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტი გაიხსნება.სომხეთში უკვე ჩავიდნენ ევროპელი ლიდერები, კერძოდ, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა და ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.

“დავეშვით ერევანში, სადაც ევროპის პოლიტიკური საზოგადოება ხვალ შეიკრიბება კონტინენტური მასშტაბის გამოწვევების განსახილველად. უსაფრთხოებიდან ენერგეტიკასა და კავშირგაბმულობამდე. ჩვენ ასევე აღვნიშნავთ მნიშვნელოვან ეტაპს ევროკავშირ-სომხეთის ისტორიაში პირველი სამიტით”, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.

ასევე, ერევანში უკვე ჩავიდა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი. სომხეთში იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ასევე, სხვა ქვეყნების ლიდერები.

ერევანში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.