ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიხსნა

სომხეთის დედაქალაქ ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა.

ღონისძიება კარენ დემირჩიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში იმართება. გახსნის ცერემონიის შემდეგ სამიტის პლენარული სესია იგეგმება.

წლევანდელი სამიტის დევიზია „მომავლის მშენებლობა: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში“.

სამიტს 30-ზე მეტი ევროპელი ლიდერი და კანადის პრემიერ-მინისტრი ესწრებიან. ერევანში იმყოფებიან ევროკავშირის ლიდერები, , ანტონიო კოშტა, კაია კალასი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა, საფრანგეთის პრეზიდენტი, , გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და სხვა ქვეყნების ლიდერები.

ერევანში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი,  დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – ხვალ, ვიკრიბებით უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან და მივდივართ მარშით რუსთაველზე – მანამდე, ვეცდებით შევიტანოთ ტექნიკა, დავამონტაჟოთ სცენა, სრულფასოვანი აქცია გავმართოთ, ის, რისი უფლებაც გვაქვს

პრემიერი – სიღარიბის 2025 წლის მაჩვენებელი 7.1%-მდე შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ 2025 წელს, 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სიღარიბე 90 ათასმა თანამოქალაქემ დაძლია – 2020 წლის შემდეგ სიღარიბე სამჯერ შემცირდა