4-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა და 50 ისრაელელი მძევლის გაცვლა 150 პალესტინელის სანაცვლოდ – ისრაელის და „ჰამასის“ შეთანხმების დეტალები

ისრაელი და „ჰამასი“ 22 ნოემბერს, მინიმუმ 4-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, ასევე ღაზაში დახმარების გაშვებაზე და „ჰამასის“ მძევლად მყოფი მინიმუმ 50 მძევლის გაცვლაზე, სულ მცირე 150 პალესტინელის სანაცვლოდ. ამის შესახებ „როიტერი“ წერს და აღნიშნავს, რომ ეს არის პირველი ზავი, რომელიც კატარის შუამავლობით იქნა მიღწეული, თითქმის 7-კვირიან სასტიკ ომში.
ისრაელის მხარემ თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება გაგრძელდეს კიდევ უფრო მეტი მძევლის გათავისუფლების შემთხვევაში, ხოლო წყარომ პალესტინიდან თქვა, რომ 100-მდე მძევალი შეიძლება ნოემბრის ბოლომდე განთავისუფლდეს.
კატარის მთავარმა მომლაპარაკებელმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრმა მოჰამედ ალ-ხულაიფიმ მედიას განუცხადა, რომ ზავი ნიშნავს, რომ არ იქნება „არანაირი თავდასხმა. არანაირი სამხედრო მოძრაობა და არანაირი გაფართოება”.
კატარი იმედოვნებს, რომ შეთანხმება „სათავე იქნება უფრო დიდი შეთანხმების და ცეცხლის მუდმივი შეწყვეტისთვის… „ეს არის ჩვენი განზრახვა”, – თქვა მან.
თუმცა, ისრაელმა და „ჰამასმა“ განაცხადეს, რომ საომარი მოქმედებების შეჩერება არ შეაჩერებს მათ „უფრო ფართო მისიებს“.
„ჩვენ ომში ვართ და ჩვენ გავაგრძელებთ ომს მანამ, სანამ არ მივაღწევთ ყველა ჩვენს მიზანს – განადგურდეს „ჰამასი“, დაბრუნდეს ყველა ჩვენი მძევალი და უზრუნველყოთ, რომ ღაზას ვერც ერთი სუბიექტი დაემუქრება ისრაელს”, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
„ჰამასის“ განცხადებაში კი ნათქვამია: „როდესაც ჩვენ ვაცხადებთ ზავის შეთანხმების დადებას, ვადასტურებთ, რომ ჩვენი თითები რჩება სასხლეტზე, ხოლო ჩვენი გამარჯვებული მებრძოლები დარჩებიან, რათა დაიცვან ჩვენი ხალხი და დაამარცხონ ოკუპაცია.”

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე – როდესაც სცენას იყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო, კატეგორიულად მიუღებელია – გაქვს საშუალება, გამოთქვა მოსაზრება თუნდაც სცენიდან, მაგრამ ეს უნდა იყოს წესიერების ფარგლებში

მამუკა გამყრელიძე: არც კობახიძის სიტყვები და არც ბოჭორიშვილის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა არ გახლავთ სიმართლე. ეს მხოლოდ მცდელობაა ორ სკამზე ჯდომის, მაგრამ ამასაც ხელოვნება და ნიჭი სჭირდება, რომელიც არ აქვთ

ირაკლი კობახიძე – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს აქციებს – მათი დავალება სწორედ სექტის ფორმით მოქმედებაა, ეს მათი სამწუხარო არჩევანია, ეს არის მათი ტრაგიკული არჩევანი