ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

4 ადამიანი გამოყვანილია, 1 მოყოლილია თოვლის მასაში - რწმუნებული ბაკურიანზე

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის თქმით, ბაკურიანში ერთი ადამიანი კვლავ არის მოყოლილი თოვლის მასაში, ხოლო 4 - გამოყვანილია.

"ბაკურიანელები, 5 ადამიანი დღეს დილით ციხისჯვარის მიმართულებით იყვნენ წასულები ე.წ. ბურანებით, რა დროსაც ერთ-ერთ მთაზე მოწყდა თოვლის მასა. 4 ადამიანი არის სამშვიდობოს გამოსული, ხოლო ერთი ადამიანი კვლავ არის მოყოლილი თოვლის მასაში. ვინაიდან ადგილი ფეხით მისასვლელად ძალიან რთულია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასწრაფოდ გამოგზავნა ვერტმფრენი, შესაბამისი რაოდენობის მაშველები, გადაყვანილები არიან ადგილზე, ამ მთაზე". - ამბობს ამირანაშვილი.
ბაკურიანში 28 მარტს თოვლის მასა მოწყდა და ერთი ადამიანი მოიყოლა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.