ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბაკურიანში თოვლის მასაში მოყოლილი ადამიანის ძებნა განახლდა

ბაკურიანში 28 მარტს მოწყვეტილ თოვლის მასაში მოყოლილი ადამიანის ძებნა განახლდა.
როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს ინტენსიური ძებნა-შველის ოპერაცია გამთენიიდან მიმდინარეობს, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენიც.
სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები 28 მარტს ზვავსაშიშროების გამო შეჩერდა.
ამ დროისთვის, ცნობილია, რომ თოვლის მასაში ჯერ კიდევ არის ერთი ადამიანი მოყოლილი, ხოლო 4 - გამოყვანილია. ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა ისაუბრა.

"ბაკურიანელები, 5 ადამიანი დღეს დილით ციხისჯვარის მიმართულებით იყვნენ წასულები ე.წ. ბურანებით, რა დროსაც ერთ-ერთ მთაზე მოწყდა თოვლის მასა. 4 ადამიანი არის სამშვიდობოს გამოსული, ხოლო ერთი ადამიანი კვლავ არის მოყოლილი თოვლის მასაში. ვინაიდან ადგილი ფეხით მისასვლელად ძალიან რთულია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასწრაფოდ გამოგზავნა ვერტმფრენი, შესაბამისი რაოდენობის მაშველები, გადაყვანილები არიან ადგილზე, ამ მთაზე". - ამბობს ამირანაშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.