ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

3,5 მილიონზე მეტი ლარი ნინოწმინდის 6 სოფლის გზის რეაბილიტაციისთვის – ტენდერი

3,5 მილიონზე მეტი ლარი ნინოწმინდის 6 სოფლის გზის რეაბილიტაციისთვის – ტენდერი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში, საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის 3,5 მილიონზე მეტი ლარის დახარჯვა იგეგმება, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გევრდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით იგეგმება:
· სოფელ ყულალისში მიმავალი გზის მოასფალტება – 500 000-მდე ლარად;
· დიდი არაქალის შიდა გზების მოწესრიგება 400 000-მდე ლარად;
· პატარა არაქალში, შიდა გზების მოასფალტებისთვის 300 000-ზე მეტი ლარია გათვალისწინებული;
· სოფელ ოროჯალარის გზისთვის – 400 000-მდე ლარი;
· განძაში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციისთვის, 1 700 000-ზე მეტი ლარის გამოყოფა იგეგმება;
· სოფელ ფოკის საუბნო გზისთვის კი – 300 000-მდე ლარი.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან, სავარაუდოდ 4 თვეში უნდა შეასრულოს. თანხის უმეტესი ნაწილი, 95 % სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო დანარჩენი, 5 % ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
წყარო: toktv.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.