ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სომხეთის საზღვრისკენ საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე 6.5 მლნ. ლარის ტენდერი გამოცხადდა

სომხეთის საზღვრისკენ საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე 6.5 მლნ. ლარის ტენდერი გამოცხადდა

სომხეთის საზღვრის მიმართულებით საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე გამოცხადდა ტენდერი, რომლის ღირებულება 6.5 მლნ. ლარია. უფრო კონკრეტულად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 6 511 545 ლარს შეადგენს.
ტედერი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა. საუბარია საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ75+050-კმ84+150 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, ასევე მდინარე ხევისწყალზე სახიდე გადასასვლელის მოსაწყობად (მისასვლელი გზებით) დარჩენილი სამუშაოების შესყიდვვაზე.
ტენდერი 10 აპრილს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 30 აპრილს დაიწყება და 5 მაისს დასრულდება.
გამარჯვებულ კომპანიას ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასასრულებლად მიეცემა 14-თვიანი ვადა. ეს ვადა კი, როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია განმარტებული,საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან წერილობითი დავალების მიღებიდან აითვლება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.