პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

31 წლის ასაკში გარდაიცვალა ბერძენი ფეხბურთელი, რომელმაც თბილისშიც ითამაშა

31 წლის ასაკში გარდაიცვალა ბერძენი ფეხბურთელი, რომელმაც თბილისშიც ითამაშა

საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელი, მარჯვენა მცველი ჯორჯ ბალდოკი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ფეხბურთელი გარდაცვლილ მდგომარეობაში ათენში, საკუთარი სახლი აუზში იპოვეს.
ბალდოკი ინგლისში დაბადებულია ბერძნული ფესვებით. ის შეფილდში თამაშობდა, თუმცა ზაფხულში ბერძნულ პანათინაიკოსში გადავიდა.
საბერძნეთის ნაკრებში ბალდოკს 12 თამაში აქვს ჩატარებული. ბოლოს მან თბილისში ითამაშა საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრი პლეიოფის ფინალში. ეს მატჩი საქართველო პენალტების სერიაში მოიგო.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ოქტომბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.