პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გარდაიცვალა ბერძენი ფეხბურთელი – მან ბოლოს ნაკრებში თბილისში ითამაშა

გარდაიცვალა ბერძენი ფეხბურთელი – მან ბოლოს ნაკრებში თბილისში ითამაშა

“პანათინაიკოსისა” და საბერძნეთის ნაკრების 31 წლის მცველი ჯორჯ ბოლდოკი ათენში საკუთარი სახლის აუზში გარდაცვლილი იპოვეს, – იტყობინება “სანი”.
იქამდე მასთან რამდენიმე საათის განმავლობაში დაკავშირება მეუღლემ ვერ მოახერხა. გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება. პოლიცია ტრაგედიის დეტალების დადგენას ცდილობს.
ბოლდოკი ინგლისში დაიბადა, ასპარეზობდა “მილტონში”, “ნორტჰემპტონში”, “ტამუორტში”, “ოქსფორდში”, “შეფილდ იუნაიტედში” და ისლანდიის “ვესტმანაიერში”. ის ხუთი თვის წინ გადავიდა “პანათინაიკოსში”.
ბოლდოკს საბერძნეთის ნაკრებში 12 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული – ბოლოს თბილისში ამა წლის 26 მარტს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ითამაშა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ოქტომბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.