არქივი13 მარტი, 2024, 07:37
31 მარტიდან, ავიაკომპანია AJET სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებით იფრენს
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას თურქული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია AJET იწყებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანია სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებით იფრენს. ავიარეისები 2024 წლის 31 მარტიდან ოქტომბრის ბოლომდე, ყოველდღიურად შესრულდება.
AJET-თან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას ასევე ნიდერლანდების ბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia-ც იწყებს. აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ავიაკომპანია ფრენებს ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით შეასრულებს.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.