არქივი29 იანვარი, 2025, 20:13
30 იანვარს ღამის საათებში თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის მე-16 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე მდინარე მტკვარზე (ესტაკადა) არსებული სახიდე გადასასვლელის გამოკვლევა-გამოცდის სამუშაოების წარმოების მიზნით, 2025 წლის 30 იანვრის 03:00სთ-დან 05:00სთ-მდე პერიოდში, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება რამდენჯერმე 10-15 წუთიანი ინტერვალებით.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.