30 იანვარს, ღამის საათებში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მე-16 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

30 იანვარს ღამის საათებში თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მე-16 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე მდინარე მტკვარზე (ესტაკადა) არსებული სახიდე გადასასვლელის გამოკვლევა-გამოცდის სამუშაოების წარმოების მიზნით, 2025 წლის 30 იანვრის 03:00 სთ-იდან 05:00 სთ-მდე პერიოდში, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება რამდენჯერმე 10-15 წუთიანი ინტერვალებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.