ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ლიონის“ გულშემატკივრები გიორგი მიქაუტაძის გოლებით კმაყოფილი არიან – ფრანგული გამოცემა

„ლიონის“ გულშემატკივრები გიორგი მიქაუტაძის გოლებით კმაყოფილი არიან – ფრანგული გამოცემა

„გიორგი მიქაუტაძემ საბოლოოდ გამოიღვიძა“, – ასეთი სათაურით გამოაქვეყნა ფრანგულმა გამოცემამ, footmercato-მ წერილი „ლიონის“ ქართველ თავდამსხმელზე, რომელმაც უგოლო თამაშების სერია „ოსერთან“ დუბლით დაასრულა.
„მიქაუტაძისთვის „ლიონში“ დაბრუნება რთული აღმოჩნდა. „მეცში“ წარმატებული ნახევარი სეზონისა (19 მატჩში 12 გოლი, 3 საგოლე გადაცემა) და სენსაციური ევრო 2024-ის (3 გოლით ტურნირის თანაბომბარდირი გახდა) შემდეგ 23 წლის თავდამსხმელი ახლოს იყოს „მონაკოსთან“, მაგრამ საბოლოოდ „ლიონში“ გადავიდა. კლუბში, სადაც 2008 წლიდან 2015 წლამდე ვარჯიშობდა, ახლა კი 18.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ მიაშურა.
სირთულე სეზონის დასაწყისში იგრძნობოდა, როდესაც მიქაუტაძეს „საწვავი“ ამოეწურა. რამდენიმე საინტერესო თამაში აჩვენა, მაგრამ 10 მატჩში გოლი ვერ გაიტანა და არაეფექტური იყო.
სანამ „ლიონი“ 4-3-3 სქემით თამაშობდა, მიქაუტაძე კაპიტან ალექსანდრე ლაკაზეტის შემცვლელის ფუნქციას ასრულებდა. ქართველს თამაში და გოლები სურდა. „ოსერის“ წინააღმდეგ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და დუბლი შეასრულა.
მართალია, „ლიონმა“ „ოსერთან“ მხოლოდ ქულა მოიპოვა (2:2), მაგრამ გუნდის გულშემატკივრები იმითაც კმაყოფილი არიან, რომ მიქაუტაძემ გამოღვიძება შეძლო. ქართველი საკუთარ თავში დარწმუნებულია. გოლების გატანის მორიგი შანსი პარასკევს, „ლილის“ წინააღმდეგ შეხვედრაში მიეცემა და მისი წარმატება ევროსაგზურისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი წარმატება იქნება“, – წერს ფრანგული გამოცემა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.