ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

3 წუთში დუბლი შეასრულა და საგოლე პასიც მიითვალა - მესი 2 თვიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა [VIDEO]

3 წუთში დუბლი შეასრულა და საგოლე პასიც მიითვალა - მესი 2 თვიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა [VIDEO]

MLS-ის 28-ე ტურში მაიამის "ინტერმა" "ფილადელფია" 3:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მოედანს 2-თვიანი პაუზის შემდეგ ლიონელ მესი დაუბრუნდა. არგენტინელმა ტრავმა საბოლოოდ მოიშუშა და ტატა მარტინომ "ლა პულგა" ძირითად შემადგენლობაში დააყენა.
არგენტინელმა 3 წუთში დუბლი შეასრულა, მან ლუის სუარესისა და ხორდი ალბას პასები გოლებად აქცია.
მატჩის მიწურულს კი ლუის სუარესს გაატანინა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.
"ინტერი" აღმოსავლეთ კონფერენციაში 62 ქულით პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ "ცინცინატის" 10 ქულით უსწრებს. ტატა მარტინოს გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვვედრას 19 სექტემბერს, საბა ლობჟანიძის "ატლანტა იუნაიტედის"
წინააღმდეგ გამართავს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.