"იკარდისგან ბევრი რამის სწავლას ვაპირებ, მე და ბაჩუაი ერთმანეთს გავაუმჯობესებთ" - ოსიმენის კომენტარი "გალათასარაიში" დებიუტის შემდეგ

თურქეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში "გალათასარაიმ" "რიზესპორი" 5:0 გაანადგურა. აღნიშნულ შეხვედრაში ვიქტორ ოსიმენის დებიუტი შედგა.
ნიგერიელმა სადებიუტო მატჩში საგოლე პასი შეასრულა.
შეხვედრის შემდეგ ვიქტორმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. ყველამ იცის, რომ "გალათასარაი" დიდი კლუბია.
კონკურენცია ჩემსა და იკარდის შორის? ასე ვერ ვიტყოდი. მაურო სპორტის ამ სახეობის ლეგენდად ითვლება, მისგან ბევრი რამის სწავლას ვაპირებ. მე და ბაჩუაი ერთად მოედანზე ხშირად ვიქნებით და დარწმუნებული ვარ, ერთმანეთს გავაუმჯობესებთ", - განაცხადა ოსიმენმა.
შეგახსენებთ, ნიგერიელი "გალათასარაის" "ნაპოლიდან" იჯარის წესით შეუერთდა. თურქულ კლუბს
მისი გამოსყიდვის უფლება არ აქვს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.