ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"3 თვის წინ ხვიჩას ახალი კონტრაქტი შევთავაზეთ, მისმა აგენტმა კი ასეთი რამ გვითხრა" - რას აცხადებს დე ლაურენტისი?

"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, 3 თვის წინ ახალი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებები ქართველის აგენტთან შედგა, მხარეები კი შეთანხმდნენ, რომ ამაზე სეზონის ბოლოს ისაუბრებდნენ.
"3 თვის წინ ხვიჩას აგენტს შევხვდი და მათ ახალი ხელშეკრულება შევთავაზეთ.
მისმა წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ არ გვენერვიულა, რადგან ხვიჩა ნეაპოლში თავს კარგად გრძნობდა და ამ საკითხზე სეზონის დასრულების შემდეგ გვესაუბრა", - ციტირებს დე ლაურენტისის სიტყვებს ფაბრიციო რომანო.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.