ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხვიჩას მომავალ სეზონში ახალი მწვრთნელი ეყოლება?

11 თებერვალს, სერია A-ს 23-ე ტურში, "ნაპოლი" სტუმრად "მილანს" დაუპირისპირდება. Calciomercato ირწმუნება, რომ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს სურს მომავალ სეზონში გუნდის მწვრთნელად "როსონერის" ამჟამინდელი თავკაცი სტეფანო პიოლი დანიშნოს.
გამოცემის ცნობით, დე ლაურენტისი პიოლის მიმართ სიმპათიებს არასოდეს არ მალავდა და "ნაპოლის" მწვრთნელის პოსტზე საუკეთესო კანდიდატად მიიჩნევს. პიოლის "მილანთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ შეიძლება იქამდე სამუშაოდან დაითხოვონ.
"კორიერე დელო სპორტი" აღნიშნავს, რომ დე ლაურენტისს პიოლის მუშაობის სტილი მოსწონს და "სან სიროზე" საინტერესო მატჩს ვიხილავთ.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.