არქივი7 სექტემბერი 2025, 11:13
26 ქვეყანამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მზადყოფნა დაადასტურა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, უკვე 26 ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა ქმედებებით უზრუნველყოს უკრაინის უსაფრთხოება. ამის შესახებ მან საზღვარგარეთში ვიზიტების შემდგომ ტელეგრამ არხზე დაწერა.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მხარდამჭერი ქვეყნების ლიდერებს და აღნიშნა:
„მშვიდობის მისაღწევად რუსეთმა უნდა იგრძნოს ზეწოლა.“
პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია სანქციებისა და სხვა ეკონომიკური ბერკეტების გაძლიერება, რათა რუსეთს აღარ ჰქონდეს შესაძლებლობა, დააფინანსოს სამხედრო აგრესია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 სექტემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.