“26 მაისს ჯართანაც მივალთ, აღლუმსაც ჩავატარებთ და ქვეყანასაც გადმოვიბარებთ ხალხი” – თავდგირიძე

საზოგადოებრივი მოძრაობა „ფარის“ თანადამფუძნებელი, პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე:
პუტინის, ივანიშვილის და კობახიძის ამბავი კიდე უფრო დამძიმდა. იმედია, დიდი ქვეყნის პატარა არარაობა მაპატიებს პატარე ქვეყნის დიდ არარაობების გვერდით მოხსენიებას. მანც სხვადასხვა ლიგაა.
მოკლედ, უკრაინა-რუსეთის ომში ამერიკის მხარდაჭერით თურქეთი შემოდის მოთამაშედ და ევროპული უსაფრთხოების გარდა, აღმოსავლეთ ევროპული უსაფრთხოების სარტყელიც შეიქმნება, პოლონეთი-უკრაინა-თურქეთის ღერძით. პოტენციურად საქართველოც.
ბევრის დევნაში, რუსეთი იმ მცირესაც კარგავს, რაც შესთავაზეს მშვიდობის ნაცვლად. ტრამპი თავის განცხადებაში, პუტინს ნავთობზე ფასების შემცირებას ახსენებს და სიჯიუტისათვის კატასტროფულ შედეგებს უანონსებს. ( ამას მოყვა თურქეთის თემაც).
მოკლედ, კობახიძეც და ივანიშვილიც მომაბეზრებელი ხიჭვები არიან დიდ თამაშში, ვერც რუსებისთვის ქმნიან რაიმე ღირებულს, პუტინს რომ რამეზე გული დაწყდეს, ვერც ბიზნეში ყავთ მნიშვნელოვანი პარტნიორები, პოლიტიკაშიც, განსაკუთრებით საგარეოში ტანზანიელები და ბურუნდიელებიც კი ზემოდან დაყურებენ, ქვეყნის შიგნით კი მოროშკინას და ლევან ნიკოლეიშვილის ფსკერამდე არიან დაცემულები. ფინალისკენ რომ წავიდეთ, მოკლედ, როგორი უნიათოებიც იყვნენ, ისეთი უნიათო რეჟიმი შექმნეს, ისეთი, რომ საკუთარ შვილებსაც არ დაწყდებათ გული ჩამოშლაზე. ამიტომ, მოვემზადოთ და სერიოზულად დავიწყოთ დემონტაჟის ღონისძიებები. 26 მაისიც აქვეა. ჯართანაც მივალთ, აღლუმსაც ჩავატარებთ და ქვეყანასაც გადმოვიბარებთ ხალხი.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე – საზღვარგარეთიდან ძალებმა პროპაგანდისტული კამპანია დაიწყეს ჩვენი ერისა და ინტერესების წინააღმდეგ, თითქოს ქართველები ცუდად ეპყრობიან გარკვეული ეროვნების ტურისტებს, ეს სრული ტყუილია

მიხეილ სააკაშვილი – ტყუილია, რომ ბენზინი აფხაზეთში გადის, სინამდვილეში გადადის რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, რომელთაც უკრაინული დარტყმების შედეგად, დეფიციტი აქვთ, ამიტომ გახდა საქართველოში ბენზინი 4 ლარი – ასე იცის რუსეთის ეკონომიკურ ვასალად ქცევამ