გიორგი თავდგირიძე: ხვალ ყრილობა აქვთ. არც ადგილს ამბობენ და არც დროს. ან ჩუმად ამბობენ. მოკლედ შეუსაბამოდ მოკრძალებულად აპირებენ ამ ბუმბერაზი მოვლენის გადაგორებას

ცნობისათვის, „ქართული ოცნების“ ყრილობა 7 მაისს ჩატარდება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული.
მმართველი პარტია ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, ვინ იქნება წარდგენილი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე.
„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს. დამტკიცდა, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ყრილობა ჩატარდება 7 მაისს, სადაც არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე. სხდომაზე ასევე დამტკიცდა, რომ განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა, რომელიც 7 მაისის ყრილობაზე დამტკიცდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის და პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი განცხადება ღარიბაშვილმა 25 აპრილს გააკეთა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.