26 დეკემბრამდე რთული მეტეოროლოგიური პირობები შენარჩუნდება – გარემოს სააგენტოს გაფრთხილება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 დეკემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში შენარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ძლიერი თოვა, ძლიერი ქარი, ნისლი, ქარბუქი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტრო გადამცემ ხაზებზე შემოყინულობა; მაღალმთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება, ზღვაზე ძლიერი 6 ბალამდე შტორმი.
"საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ლიპყინულის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს" - წერია გარემოს სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.