ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რთული მეტეოროლოგიური პირობები 26 დეკემბრამდე გასტანს - გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში რთული მეტეოროლოგიური პირობები 26 დეკემბრის დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება.
კერძოდ, შენარჩუნდება ძლიერი თოვა, ძლიერი ქარი, ნისლი, ქარბუქი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მაღალმთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება, ზღვაზე კი ძლიერი (6 ბალამდე) შტორმი.
სააგენტოს გაფრთხილების თანახმად, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ლიპყინულის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - იუწყება სააგენტო.
24 დეკემბრის გამთენიისას ძლიერმა ქარმა არაერთგან შექმნა პრობლემები.
დაწერეთ კომენტარი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.