ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

25 წლის თეკლა გერასამიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

25 წლის თეკლა გერასამიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 25 წლის თეკლა გერასამიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა – ეს გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. წინასწარ პატიმრობას პროკურატურა ითხოვდა, თავად დაცვის მხარე კი გერასამიას 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
შეგახსენებთ, შსს-მ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 22 აგვისტოს ცოლმა ქმარი ცივი იარაღით მოკლა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა მეუღლეს დაზიანებები ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის კ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.