ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დაკავებულ თორმეტივე პირს პატიმრობა შეეფარდა

პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დაკავებულ თორმეტივე პირს პატიმრობა შეეფარდა

პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დაკავებულ თორმეტივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
როგორც პროკურორი თეა გიორგაძე აცხადებს, ამ ეტაპზე არცერთი ბრალდებული არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, დუმილის უფლებას იყენებს ყველა ბრალდებული და დანაშაულსაც არ აღიარებენ.
„ბრალდების მხარის შუამდგომლობა, რომ თორმეტივე ბრალდებულის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო პატიმრობა, სასამართლომ გაიზიარა. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა არგუმენტის საფუძველზე და ამ საქმის მასალების შესწავლის და ყველა არგუმენტის დასაბუთებულობიდან გამომდინარე აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა. სხდომაზე აღიარებას არ ჰქონია ადგილი და ჩემი აზრით, საერთოდ არ იყო საჭირო სხდომის დახურვაც“, - განაცხადა პროკურორმა.
პროკურორის თქმით, გამოძიება გრძელდება და შესაძლოა დანაშაულის ჩამდენ პირთა წრე გაიზარდოს.
ცნობისთვის, დაკავებულ 12 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით წარედგინა, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებულთა შორის ერთ-ერთი მომღერალი ხატია წერეთელია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.