ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

25 მილიონიანი კონტრაქტი - ბითაძის მომავალი გადაწყდა

გოგა ბითაძემ "ორლანდო მეჯიქთან" ახალი, 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, ამის შესახებ ინფორმაციას სანდო ჟურნალისტი ადრიან ვოინაროვსკი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ქართველი სამი წლის განმავლობაში, ჯამში 25 მილიონ ევროს მიიღებს.
ბითაძით დაინტერესებას არაერთი NBA-ის და ევროლიგის კლუბი გამოთქვამდა, თუმცა გოგასთვის პრიორიტეტული ვარიანტი "მეჯიქში" დარჩენა აღმოჩნდა.
24 წლის ცენტრმა გასულ სეზონში "ორლანდოს" რიგებში 62 მატჩი ჩაატარა, მოედანზე საშუალოდ 15.4 წუთს ატარებდა, რა დროშიც 5.0 ქულას, 4.6 მოხსნას, 1.3 შედეგიან პასს და 1.2 დაფარებას აგროვებდა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.