ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაია სანდუ - ჩვენი მომავალი ევროპულ ოჯახშია

ჩვენი მომავალი ევროპულ ოჯახშია, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ X-ზე წერს.
„დღეს, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს ოფიციალურად იწყებენ. ჩვენი მომავალი ევროპულ ოჯახშია. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ“, - წერს მაია სანდუ.
მოლდოვის პრეზიდენტმა ევროპარლამენტის, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებსა და ევროკავშირის საბჭოში ბელგიის თავმჯდომარეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მოლდოვის ვიცე-პრემიერმა ევროინტეგრაციის საკითხებში, კრისტინა გერასიმოვმა აღნიშნა, რომ დღევანდელ დღეს ისტორიული მნიშვნელობა აქვს.
„ისე როგორც არასდროს, მზად ვართ ჩვენი მოქალაქეების მისწრაფებები, გახდნენ ევროპული ოჯახის ნაწილი, განვახორციელოთ“, - წერს კრისტინა გერასიმოვი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.