24 თებერვალს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ

24 თებერვალს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ – ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი თამარ ნუცუბიძე ავრცელებს.
თამარ ნუცუბიძე წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის პოზიცია მკაცრია, რადგან მისთვის მშვიდობიან მოსახლეობაზე ძალადობა და “ქართული ოცნების” რეპრესიული კანონები მიუღებელია.
წყარო ევროკავშირიდან: უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის პოზიცია ძალიან მკაცრია, მიუღებელია ძალადობა მშვიდობიან მოსახლეობაზე, მოწოდება ქართულ ოცნებას არ მიიღონ რეპრესიული კანონები, ქართული ოცნების ლიდერები აგრძელებენ სიძულვილის ენის გამოყენებას და თავდასხმებს ევროპულ ინსტიტუციებზე და ფასეულობებზე, მუშაობა პერსონალურ სანქციებზე გრძელდება, 24 თებერვალს, საგარეო საქმეთა მინისტრები აპირებენ საქართველოზე მსჯელობას მიმდინარე საკითხების ბლოკში.” – წერს თამარ ნუცუბიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ციხე არსებობს კრიმინალისთვის. ვინც ჩაიდენს კრიმინალს, ეს იქნება უფლებადამცველი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ყველას ადგილი უნდა იყოს იქ, რისთვისაც არის ციხე შექმნილი. ეს არის პრევენციაც… (ვიდეო)

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან