ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს მთავრობამ ახალი არჩევნები უნდა განიხილოს – ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს მთავრობამ ახალი არჩევნები უნდა განიხილოს – ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის, კასპარ ველდკამპის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ახალი არჩევნების ჩატარება უნდა განიხილოს.
მისი თქმით, წინასაარჩევნოდ და არჩევნების დროს ბევრი დარღვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ მან ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„ამიტომ, ვფიქრობ, ახალი არჩევნები უნდა განიხილოს საქართველოს მთავრობამ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნიდერლანდები დგას ქართველი ხალხის გვერდით და ჩვენ ამას გავაგრძელებთ“, – განაცხადა კასპარ ველდკამპმა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ დღეს, 24 თებერვალს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.