ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

23 სექტემბერი ჟესტური ენის საერთაშორისო დღეა

23 სექტემბერი ჟესტური ენის საერთაშორისო დღეა

23 სექტემბერს თბილისის სამედიცინო აკადემიაში ჟესტური ენის მნიშვნელობასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიება 13:00 საათზეა დაგეგმილი.
როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრის ფარგლებში, თბილისის სამედიცინო აკადემიასა და ყრუთა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდება.
„23 სექტემბერს, 13 საათზე გიწვევთ თსა-ში ღონისძიებაზე, რომელიც ეძღვნება ჟესტური ენის მნიშვნელობას.
ასევე გაიმართება ახალი პროექტის წარდგენა, რაც გულისხმობს მედიცინის სტუდენტებისთვის ჟესტური ენის სწავლებას.
შეხვედრის ფარგლებში, თსა-სა და ყრუთა კავშირს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც“, - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.