19 სექტემბერი ქართული სამხედრო ავიაციის დღეა

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ავიაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ალექსეევკას სამხედრო საჰაერო ბაზაზე ჩატარდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა პირად შემადგენლობას პროფესიული დღე მიულოცა.
ირაკლი ჩიქოვანმა სიტყვით მიმართვისას ავიაციის მნიშვნელობასა და მფრინავების როლზე გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა, რომ მფრინავების თავდაუზოგავი შრომა და პროფესიონალიზმი თავდაცვის ძალებს კიდევ უფრო აძლიერებს.
ქართული სამხედრო ავიაციის დღე სამხედროებს, ასევე მიულოცა თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა და მათ წარმატება უსურვა.
ქართული ავიაციის დაარსებიდან 33 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ცერემონიალის დაწყებამდე, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძლების მეთაურმა, გენერალ ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. წარმატებულ სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები – „სამშობლოსთვის თავდადებული“, „გენერალი კვინიტაძე“, ასევე ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა სამხედრო აეროდრომზე წარმოდგენილი ტექნიკა დაათვალიერეს.
1992 წლის 19 სექტემბერს აღიჭურვა ქართული საავიაციო ქვედანაყოფი ორი ერთეული სუ-25-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავით, რითაც პოლკოვნიკებმა იზანი ცერცვაძემ და ვალერი ნაყოფიამ პირველი ფრენა განახორციელეს. ქართული სამხედრო ავიაციის ისტორია კი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან იწყება, როდესაც 1918 წლის 20 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, პირველი ქართული სამხედრო საავიაციო დანაყოფი შეიქმნა.
Previous: მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა