ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

23 აპრილიდან ხაჯალია-სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა 51 დღით შეიზღუდება

9
23 აპრილიდან ხაჯალია-სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა 51 დღით შეიზღუდება.
ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
2026 წლის 23 აპრილიდან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაჯალია-სუფსის საავტომობილო გზაზე 51 დღის განმავლობაში პერიოდული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება.
სამუშაოების პერიოდში, აღნიშნულ მონაკვეთზე გრიგოლეთის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აიკრძალება. ნიგვზიანის წრიულიდან ავტომობილები მოძრაობას პირდაპირ გააგრძელებენ საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის გამოყენებით,” – წერია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.