22 აპრილიდან, მცხეთაში, ნარეკვავის მხრიდან შემოსავლელი გზა 15 დღით დაიკეტება – დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტისაავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 22 აპრილის 10:00 საათიდან, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ქ. მცხეთაში დასავლეთიდან, ნარეკვავის მხრიდან შემოსავლელი გზა 15 დღით დაიკეტება
“ჩაკეტვის პერიოდში, მცხეთისკენ მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-20 კმ-ზე არსებული ზაჰესის კვანძის გავლით და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზის გამოყენებით.
ავტოტრანსპორტი მცხეთაში თბილისის მხრიდან შემოვა და ნარეკვავზე არსებულ სუპერმარკეტ ,,მაგნიტამდე” იმოძრავებს, ხოლო მცხეთიდან გასვლა დაუბრკოლებლად შეეძლება.
შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტის ბოლო გაჩერება მცხეთის სამედიცინო ცენტრის ტერიტორიის მიმდებარედ გადმოინაცვლებს.
საგზაო სამუშაოებს, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანია ბლექსი გრუპი განახორციელებს.” – წერია დეპარტამენტის განცხადებაში.