ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

21 წლის მათე დევიძის სასამართლო პროცესის პარალელურად, სასამართლოს ეზოში მისი მხარდამჭერები არიან შეკრებილები

21 წლის მათე დევიძის სასამართლო პროცესის პარალელურად, სასამართლოს ეზოში მისი მხარდამჭერები არიან შეკრებილები

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 21 წლის მათე დევიძის სასამართლო პროცესის პარალელურად სასამართლოს ეზოში, მისი მხარდამჭერები არიან შეკრებილები.
ადგილზე ასევე იმყოფებიან კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც სასამართლოს შენობის კიბეებზე კორდონი აქვთ გაკეთებული და მოქალაქეებს სასამართლოს შენობაში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევენ.
ასევე სასამართლო მანდატურის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს შორის სასამართლოს შენობის კორიდორში რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირებაც, რის შემდეგაც მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა გარკვეულ პირებს სასამართლოს შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.