ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სასამართლოში მათე დევიძის პროცესის პარალელურად შეკრებილები ფილარმონიასთან გადაინაცვლებენ

სასამართლოში მათე დევიძის პროცესის პარალელურად შეკრებილები ფილარმონიასთან გადაინაცვლებენ

მსჯავრდებულ მათე დევიძის მხარდაჭერებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილ მოქალაქეებს ფილარმონიასთან გადანაცვლებისკენ მოუწოდეს.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა: „გადავინაცვლოთ იქ, სადაც ეს ყველაფერი 19 ნოემბერს დაიწყო, ყველანი მივდივართ ფილარმონიასთან".
აღნიშნული განცხადების შემდეგ სასამართლოს ეზოში შეკრებილებმა დაშლა დაიწყეს. ისინი სწორედ იმ ადგილისკენ მიემართებიან, სადაც მათე დევიძე დააკავეს. ადგილზე რჩებიან სამართალდამცავები

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.