არქივი23 ნოემბერი, 2025, 17:54
21 ნოემბერს, საპროტესტო მსვლელობის დროს დაკავებული თამუნა გიორგაძე, მურმან შელია და ირაკლი ფიფია სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო და ჯარიმა შეუფარდა

დაკავებული სამი პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო.
საპროტესტო მსვლელობის დროს, 21 ნოემბერს დაკავებული სამი პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო.
გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, თამუნა გიორგაძეს 3 500-ლარიანი, მურმან შელიას 2 000-ლარიანი, ხოლო ირაკლი ფიფიას 2 000-ლარიანი ადმინისტრრაციული ჯარიმა შეეფარდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.