ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ - არსებული ინფორმაციით, მსვლელობის დროს პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ - არსებული ინფორმაციით, მსვლელობის დროს პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ. მას შემდეგ, რაც მარშის მონაწილეებს პოლიციამ ქუჩებში გადაადგილების საშუალება არ მისცა, დემონსტრანტები იძულებულები გახდნენ, ისევ პარლამენტთან მისულიყვნენ.
მსვლელობის პროცესში პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.
არსებული ცნობით, დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი მიშა ზაქარეიშვილი, რომელიც პოლიციამ პარლამენტის წინ დაკავების მანქანაში ჩასვა.
მოქალაქეები საპროტესტო აქციას ისევ პარლამენტთან აგრძელებენ. საკანონმდებლო ორგანოსთან მობილიზებულია პოლიციაც. გზის ორივე მხარეს საპოლიციო კორდონია მოწყობილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.