ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

2025 წლის პროექტებში დეველოპერებს ბინების 78% გაყიდული აქვთ - Galt & Taggart

2025 წლის პროექტებში დეველოპერებს ბინების 78% გაყიდული აქვთ - Galt & Taggart

2025 წლის პროექტებში დეველოპერებს ბინების 78% გაყიდული აქვთ - Galt & Taggart
„პროექტებში, რომელთა დასრულებაც 2025 წლის ბოლომდეა მოსალოდნელი, ბინების 78% უკვე გაყიდულია,” – ამის შესახებ Galt & Taggart-ის თბილისის უძრავი ქონების სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული.
„2025 წლის თებერვალში შერჩეული დეველოპერების პროექტებში (17 სისტემური დეველოპერის გამოკითხვაზე დაყრდნობით) გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 11%-ით შემცირდა (-13.8% წლიური შემცირება გაყიდულ ფართობში).
იმ პროექტებში, რომელთა დასრულებაც 2025 წლის ბოლომდეა მოსალოდნელი, ბინების 78% უკვე გაყიდულია.
მნიშვნელოვანია, რომ ამ გაყიდვების დიდი ნაწილი დეველოპერების მიერ შეთავაზებული შიდა განვადების სქემებით განხორციელდა,“- ნათქვამია კვლევაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.