2025 წლის პირველ კვარტალში ფოთის პორტში ტვირთის დამუშავების მაჩვენებელი, 2024 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, გაზრდილია

2025 წლის პირველ კვარტალში, ფოთის პორტში ტვირთის დამუშავების მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა. ინფორმაციას ფოთის პორტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მონაცემებით, 2025 წლის 1-ელ კვარტალში, 146 468 TEU კონტეინერი დამუშავდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 126 512.
„ამავდროულად გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც. „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ წლის დასაწყისიდან დღემდე, 81 საკონტეინერო გემი მიიღო, ხოლო 2024 წლის იგივე პერიოდში – 74.
გაზრდილია ნაყარი ტვირთის მიღებაც – თუ კომპანიის მიერ წელს 82 369 ტონა ტვირთი დამუშავდა, შარშან ამ დროს ეს რაოდენობა მხოლოდ 37 281 ტონა იყო.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 4 წლის მანძილზე (2022-2025წწ), პირველ კვარტალში დამუშავებული კონტეინერების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი წელს დაფიქსირდა, ისევე როგორც მიღებული საკონტეინერო გემების რაოდენობა,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…