ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მომხმარებლის განცხადებების რაოდენობა 2025 წლის პირველ კვარტალში წლიურად 40%-ით გაიზარდა - GCCA

მომხმარებლის განცხადებების რაოდენობა 2025 წლის პირველ კვარტალში წლიურად 40%-ით გაიზარდა - GCCA

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA), 2025 წლის პირველ კვარტალში, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 318 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 943 შეადგინა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შემოსული განცხადებების რაოდენობა 40%-ით აღემატება 2024 წლის პირველ კვარტალში შემოსული განცხადებების რიცხვს.
- საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 19 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 40 საქმეზე.
- GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 13 მოვაჭრეს - 25 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში - 13 573 ლარის ოდენობით.
- მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 49 საქმეზე - 44 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.
2025 წელს, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 72% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 28% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 78%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს იმერეთი 5%, აჭარა 4% და კახეთი 4 % და სხვა რეგიონები.
სამი თვის მონაცემებით, მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 112, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 83, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 63, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 24, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 15, ხოლო სხვა დანარჩენზე 21.
სტატისტიკის მიხედვით, 74%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 13%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 13%-ს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.