არქივი8 დეკემბერი, 2023, 20:54
2024 წლის ფერი დასახელდა
ამერიკულმა კომპანია Pantone-მა 2024 წლის მთავარი ფერი დაასახელა. გაიცანით Peach Fuzz, რომელიც ძალიან ახლოსაა ატმისფერთან. უფრო ზუსტად კი, როგორც კომპანია წერს, "ნაზ, ხავერდოვან ატმისფერთან".
„თბილი და მეგობრული ფერი ხაზს უსვამს ჩვენი ერთიანობის სურვილს.
Peach Fuzz სინაზეს ახლებურად წარმოგვიდგენს. ეს ფაქიზად ვნებიანი ფერი აღვიძებს სისათუთის გრძნობას და მოგვიწოდებს ზრუნვისა და გაზიარებისკენ, ერთიანობისა და თანამშრომლობისკენ“, - აცხადებს კომპანია.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.