“ნაზი, ხავერდოვანი ატმისფერი” – 2024 წლის მთავარი ფერი – Pantone

ამერიკულმა კომპანია Pantone-მა 2024 წლის მთავარი ფერი დაასახელა – Peach Fuzz, როგორც კომპანია წერს, “ნაზი, ხავერდოვანი ატმისფერი”.
“ეს ფაქიზად ვნებიანი ფერი აღვიძებს სისათუთის გრძნობას და მოგვიწოდებს ზრუნვისა და გაზიარებისკენ, ერთიანობისა და თანამშრომლობისკენ. თბილი და მეგობრული ფერი ხაზს უსვამს ჩვენი ერთიანობის სურვილს.“, – აცხადებს კომპანია.
უკვე 20 წელზე მეტია, რაც Pantone წლის ფერს ასახელებს. ფერის შესარჩევად მთელ მსოფლიოში მოგზაურობენ, შემდგომ კი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების საიდუმლო შეხვედრა იმართება, სადაც, ორდღიანი დებატების შემდეგ, მომდევნო წლის ფერს ავლენენ.
1963 წელს Pantone-მა ფერების საკუთარი სისტემა შექმნა, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიაში გამოიყენება, მათ შორის, ბეჭდვაში, გრაფიკულ დიზაინსა და მოდაში.
2023 წლის ფერი გახლდათ – „Viva Magenta, ფერი წითელსა და ჟოლოსფერს შორის.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ