2024 წლის იანვარში, კიევის მხარდაჭერის მიზნით, საერთაშორისო საარტილერიო კოალიცია შეიქმნება

2024 წლის იანვარში პარიზში მუშაობას დაიწყებს საერთაშორისო საარტილერიო კოალიცია უკრაინის არმიის გასაძლიერებლად, რომლის ამოცანები მოიცავს კიევისთვის მოკავშირე ქვეყნებიდან საარტილერიო სისტემების მიწოდებას.
ამის შესახებ ნათქვამია პრესრელიზში, რომელიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ივან გავრილიუკისა და საფრანგეთის სენატის დელეგაციის შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები საფრანგეთიდან თვითმავალი საარტილერიო სისტემების Caesar-ის შემდგომი შეძენით არის დაინტერესებული. აღნიშნულ საარტილერიო სისტემებს პარიზი კიევს 2022 წლის შემოდგომიდან აწვდის და მხარს უჭერს უკრაინას ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. გავრილიუკის თქმით, ფრანგულმა ჰაუბიცებმა ბრძოლაში მაღალი ეფექტურობა და სიზუსტე აჩვენეს.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2024 წელს დაგეგმილია Caesar-ის გამოცდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. მისი განმარტებით, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება 30 პროცენტით გაზრდის სამიზნეებზე დარტყმის განხორციელების წარმატებას და საბრძოლო მასალის გამოყენებას შეამცირებს.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა