პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2023 წლის საქმიანობა შეაჯამა და 2024 წლის სამოქმედო გეგმის პროექტი შეიმუშავა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების მონაწილეობით, 2023 წელს განხორციელებული საქმიანობის შეჯამებისა და 2024 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა შეაჯამეს 2023 წელს კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობა, განხილული კანონპროექტები, საზედამხედველო საქმიანობისა და საპარლამენტო დიპლომატიის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები.
„კომიტეტის წევრებმა შეიმუშავეს 2024 წლის სამოქმედო გეგმის პროექტი, იმსჯელეს სამომავლო საკანონმდებლო ინიციატივებზე და საზედამხედველო მექანიზმებზე. განსაზღვრეს საკითხები, რომლის საფუძველზეც კომიტეტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას გაუწევს ზედამხედველობას.
შეხვედრისას განიხილეს საერთაშორისო თანამშრომლობისა და ევროკავშირში ინტეგრაციის თაობაზე საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით კომიტეტის მიერ შემდეგი წლის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებები.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი ახალ სამოქმედო გეგმას 2024 წლის დასაწყისში დაამტკიცებს.
სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის პროექტის – „ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა” ხელშეწყობით გაიმართა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ