2024 წელს უკრაინაში არც საპარლამენტო, არც ადგილობრივი და არც საპრეზიდენტო არჩევნები არ გაიმართება – დავით არახამია

ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ, 2024 წელს უკრაინაში არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა გამორიცხა.
“2024 წელს უკრაინაში არც საპარლამენტო, არც ადგილობრივი და არც საპრეზიდენტო არჩევნები არ გაიმართება. არავინ არ გვაძალებს არჩევნების ჩატარებას. იყვნენ ცალკეული პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობდნენ, რომ როდესაც რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა მოგვიწევს, პირობითად, არალეგიტიმურები ვიქნებით, და ამიტომ საჭირო იქნება არჩევნების ჩატარება. იყო ასეთი დისკუსიები, თუმცა როდესაც კონკრეტიკაზე გადადიხარ – როგორ მისცემენ ხმას ან იყრიან კენჭს სამხედროები, როგორ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში საზღვარგარეთ მყოფი 6 მილიონი მოქალაქე, როგორ ჩავატაროთ არჩევნები ისე, რომ საჰაერო განგაში არ იყოს მთელი დღის განმავლობაში – მათ არ აქვთ პასუხები და ამბობენ, – კარგი, კარგი, გააგრძელეთ მუშაობა”, – აღნიშნა არახამიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს