არქივი24 ნოემბერი, 2023, 19:20
უკრაინაში მომავალ წელს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები არ იქნება - დავით არახამია
უახლოეს წლებში უკრაინა ვერც საპარლამენტო, ვერც ადგილობრივი და ვერც საპრეზიდენტო არჩევნებს ვერ ჩაატარებს, - ამის შესახებ უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახური“ ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხადა.
„მომავალ წელს არ მგონია, რომ არჩევნები იყოს საერთოდ. მომავალ წელს არ იქნება საპარლამენტო, ადგილობრივი ან საპრეზიდენტო არჩევნები“, - აცხადებს არახამია.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინას არჩევნების ჩატარებას არავინ აიძულებს.
არქივის შესახებპირველწყარო: newshub.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.